Thursday, April 28, 2011
ჩაის სარგებლიანობა
“ჩაი დადებითად მოქმედებს ხასიათზე და გონებაზე. ის აგრეთვე აჯანსაღებს სხეულს და ამშვიდებს ადამიანს. თუ თქვენ სტრესის ქვეშ იმყოფებით, ის ძალას შეგმატებთ”.
იმპერატორი შენ ნუნი
ევროპელმა ექიმებმა ჩაის სასარგებლო თვისებები ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში აღმოაჩინეს.
1641 წელს, ჰოლანდიელმა ექიმმა ნიკოლს დერეკმა თავის მეცნიერული კვლევებზე დაფუძნებით განაცხადა რომ არცერთ სხვა მცენარეს არ გააჩნდა მსგავსი ღირშესანიშნავი თვისებები და რომ ჩაის სმის ჩვევა იცავს ხალს ყველა სახის დაავადებებისაგან და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
1678 წელს მეორე ჰოლანდიელმა ექიმმა კორნელის ბონტეკომ გამოსცა სამეცნიერო ნაშრომი “ჩაი – ეს შესანიშნავი სასმელი”, სადაც მან ჩამოთვალა ჩინურიდან გადათარგმნილი შემდეგი სასარგებლო თვისებები:
ჩაის ძალა
ჩაის შემდეგი თვისებები გააჩნია:
ასუფთავებს სისხლს
ხელს უშლის ცუდ სიზმრებს
ეხმარება გონებას ბნელი ფიქრებისაგან გათავისუფლებაში
კურნავს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს
შესანიშნავი წამალია გაციების დროს
აქრობს ლორწოს და სინესტეს ორგანიზმში
კურნავს სურდოს
აუმჯობესებს მხედველობას
ამაღლებს განწყობას და იცავს ღვიძლის დაავადებებისაგან
კურნავს შარდის ბუშტის დაავადებებს
ამსუბუქებს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას
აფხიზლებს
ხელს უწყობს აზროვნებას
ააქტიურებს და მატებს ენერგიას
ამხნევებს
ეხმარება შიშის დაძლევაში
ასუსტებს ძლიერ ტკივილებს
აძლიერებს შინაგან ორგანოებს
აძლიერებს მეხსიერებას
წმინდავს ნაღველს
აძლიერებს სექსულაურ ენერგიას
კლავს წყურვილს
ჩაის გააჩნია გამაჯანსაღებელი, სასარგებლო, მასტიმულირებელი, შარდმდენი და ალკალაინური თვისებები.
გამაჯანსაღებელი
ჩაის ფოთლები შეიცავენ შემდეგ აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს:
დიდი რაოდენობით A, B1, B2, B12, C (განსაკუთრებით მწვანე ჩაი) E, K, P და, PP
კალციუმს, კალიუმს , მანგანუმს, სპილენძს, ცინკს, ნიკელს, ფოსფორის მჟავას და ფტორს (რაც იცავს კბილებს).
კაროტინს და ქლოროფილს
მასტიმულირებელი
ჩაის გააჩნია მასტიმულირებელი და არა აღმგზნები თვისებები. ორივე მისი მთავარი კომპონენტი, თეინი და კოფეინი გამოირჩევა მასტიმულირებელი ეფექტით. თეინს გააჩნია შესანინავი ზემეოქმედება ტვინსა და ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე. ჩაი ეფექტურად უწყობს ხელს გონებრივ აქტიურობას და იცავს დაღლილობისაგან.
შარდმდენი
ჩაი და მასში შემავალი თეოფილები ხელს უწყობს ნაწლავების ფუნქციონირებას. ჩაი არ შეიცავს კალორიებს, მარილებს, შლის ცხიმებს და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ჩაი შესანიშნავია უმარილო დიეტის დროს.
ალკალაინური
ნორმალური რაოდენობით მიღებისას, ჩაიში შემავალი ალკალაინის კომპონენტები ორგანიზმს მჟავიანობისაგან იცავს.
სასარგებლო
ჩაი დადებითად მოქმედებს გულსისძარღვთა სისტემაზე.ქიმიკოსებსმა დაადასტურეს მასში თეინის და თეოფილების არსებობა, რაც გულის, ცელებრალური და შარდმდენი სისტემების სტიმულატორია. აგრეთვე ჩაიში შემავალი ფლავონოიდები ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქნას და დაბლა წევს არტერიალურ წნევას. ჩაი აგრეთვე შეიცავს ფტორს (სამი ჭიქა დღეში ეფექტურად იცავს კბილის ემალს), კატეხინებს რომელთაც ანტისეპტიკური თვისებები გააჩნიათ და ვიტამინი C-ს ( განსაკუთრებით მწვანე ჩაი). ის შესანიშნავია დიეტის დროსაც, არ შეიცავს კალორიებს და მარილს, წვავს ცხიმებს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment