Thursday, April 28, 2011

ჩაის დაყენების მეთოდი



მსოფლიოში ჩაის დამზადების მრავალი მეთოდი არსებობს. ყველა ერს საკუთარი ადათ-წესები, ტრადიციები და რიტუალები გააჩნია. ჩაის დაყენება შემოქმედებითი პროცესია და ამიტომაც, “საყვარელი ნაყენის” გემო დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც მას ამზადებს.

ჩაის დაყენების კლასიკური მეთოდი

ჩვენ გთავაზობთ ჩაის დაყენების კლასიკურ მეთოდს, რომელიც გასათვალისწინებელია საუკეთესო ხარისხის ნაყენის დასამზადებლად.



1. თბილ და მშრალ ჩაიდანში (ან სხვა ჭურჭელში) ჩაის შესაბამისი პორციის მოთავსება. სხვადასხვა ჩაის ტიპისთვის ნორმები განსხვავებულია:
შავი ჩაისთვის – ერთი სავსე ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე
მწვანე ჩაისთვის – ერთი არასავსე ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე

რამოდენიმე პორციის ერთდროულად დამზადების შემთხვევაში, ჩვეულებრივ ნორმას უნდა დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი ჩაიდანზე. თუ იყენებთ ფოთლისებრ ჩაის საჭიროა სავსე ჩაის კოვზი, ხოლო ნატეხი ჩაის შემთხვევაში არასავსე.

2. მშრალ ჩაის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი, ჭურჭლის ზედა კიდიდან დაახლოებით ერთი სანტიმეტრით ქვევით.

3. სხვადასხვა ტიპის ჩაის დასამზადებლად გამოიყენება განსხვავებული ტემპერატურის წყალი:
მწვანე ჩაისთვის გამოიყენება ადუღებული წყალი, რომელიც დუღილის 1 სტადიაზეა. Aანუ, როდესაც წყალი იწყებს დუღილს.
განსაკუთრებული მწვანე და თეთრი ჩაი უმჯობესია დამზადდეს უფრო ნაკლები ტემპერატურის წყლისგან (50-70C).
ულუნის ტიპი უნდა დამზადდეს 80-90C წყლით, ხოლო შავი ჩაი 95C.

4. დაახურეთ თავი ჩაიდანს და გადააფარეთ ტილოს ხელსახოცი, ისე რომ იგი ფარავდეს ჩაიდანის ცხვირის ნახვრეტს და თავსახურთან არსებულ ნაპრალებს. Aამგვარად, არომატიზირებული ზეთები, რომლებიც წარმოადგენენ სასმელის არომატის წყაროს შენარჩუნდება.



5. ჩაის დამზადებისთვის საჭირო დრო:
შავი ჩაი - 4-6 წთ.
მწვანე და თეთრი - 3-7 წთ.
ულუნი - 5-6 წთ.
ჩაი დანამატებით - 3 წთ.
როიბუში და ბალახისებრი ნარევები - 4-6 წთ.

6. ჩაი უნდა დამზადდეს საჭირო კონცენტრაციით და ჭიქებში დასხმისას არ უნდა გაზავდეს წყლით. მხოლოდ ასე ხდება სასმელის სრული გემოსი და არომატის შენარჩუნება.

7. და ბოლოს კიდევ ერთი რეკომენდაცია - ჩაი უნდა დაილიოს დამზადებისთანავე (15 წუთის განმავლობაში), სანამ გაცივდება.


ისიამოვნეთ ჩაით!


ჩაისებრი ნაყენების დაყენების კლასიკური მეთოდი

მატე

მატეს დამზადების კლასიკური მეთოდი შედგება 6 საფეხურისგან:

კალებასას (სპეციალური ჭურჭელი) 2/3-ში მოათავსეთ მატეს მშრალი ფოთლები.
კალებასა დახარით ისე, რომ მატეს ფოთლები მოთავსდეს ერთ კედელთან.
მცირე პორციებით დაამატეთ ცივი (ან ცხელი) წყალი კალებასაში. იდეალურ შემთხვევაში წყლის რაოდენობა უნდა იყოს მცირე, ისე რომ მატეს ფოთლები მთლიანად წყლით გაიჟღინთოს.
ნაყენი მზად არის 2-3 წუთის შემდეგ, როდესაც მატეს ფოთლები მთლიანად შეიწოვს წყალს.
მოათავსეთ ბამბილია (სპეციალური საწრუპი ჯოხი) კალებასაში და გერმეტიულობის დასაცავად ნახვრეტი დაფარეთ ცერა თითით. შემდეგ, ბამბილია ფრთხილად ჩაუშვით კალებასას ფსკერზე.
და ბოლოს გაავსეთ კალაბასა ცხელი წყლით (წყლის ტემპერატურე არ უნდა აღემატებოდეს 70-80C). როდესაც წყალი ნორმაზე ცხელია, მატე კარგავს გემოვნურ თვისებებს და მწარე გემოს იძენს.

მატეს სვავენ ნელ-ნელა, პატარა ყლუპებით. თავდაპირველად, მატე შესაძლოა მოგეჩვენოთ უგემური და მწარე, მაგრამ დალევის პროცესში მისი გემო ნელ-ნელა იცვლება. მას შემდეგ რაც კალებასა დაცარიელდება, ბამბილიას ამოუღებლად შეგიძლიათ რამოდენიმეჯერ (2-3 ჯერ) დაუმატოთ წყალი.

მოხარშული მატე - მოხარშული მატე მზადდება ყავის ან კაკაოს მსგავსად. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მატეს ფოთლები (50 გრ. 1 ლიტრ წყალზე). Aარა უმეტეს 2-3 წთ. დუღილის შემდეგ ჩამოიღეთ ცეცხლიდან და ფილტრის მეშვეობით ჩამოასხით ჭიქებში ან კალებასებში. მოხარშულ მატეს ხშირად შაქრით მიირთმევენ.

ტკბილი მატე - მზადდება შაქრით ან თაფლით. Kფხვიერი შაქარი (ან თაფლი) მოათავსეთ მატეს ფოთლებთან ერთად კალებასას ძირზე და დაასხით ცხელი წყალი.

ცივი მატე – მზადდება კლასიკური მატეს მსგავსად, იმ განსხვავებით, რომ ფოთლებს ასხავენ ცივ წყალს და ნაყენს აჩერებენ უფრო დიდი ხანი (1 საათამდე). ცივ მატეში ხშირად უმატებენ ყინულს, შაქარს, ფორთოხლის, გრეიფრუტის ან ლიმონის წვენს, პიტნის ფოთლებს და სხვა.

ჩაისგან განსხვავებით, კარგად დამზადებული მატე დიდი ხანი (2-4 დღე) არ კარგავს სასარგებლო თვისებებს და გემოს!



როიბუში

როიბუშის დამზადების კლასიკური მეთოდი შემდეგია:

ერთი სავსე ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე (200 – 250 მლ) მოათავსეთ ჩაიდანში.
დაასხით ადუღებული წყალი და დაახურეთ თავსახური.
2-3 წუთის შემდეგ, წვრილი ფილტრის მეშვეობით ჩამოასხით ჭიქებში.




ლაპაჩო

ინკები ლაპაჩოს უწოდებდნენ სიცოცხლის ხეს რადგან ნაყენით მკურნალობდნენ კუჭ-ნაწლავის ანთებებს, კიბოს, დიაბეტს, ართრიტს, ასთმას, იმპოტენციეს და თმის ცვენას. იგი ასევე არ შეიცავს კოფეინს. ნაყენი გამოირჩევა ღია ფერით და აქვს მკვეთრი ბალახების სუნი.

მისი დამზადების წესი საკმაოდ განსხვავებულია სხვა სასმელებისგან.
მოათავსეთ 4 ჩაის კოვზი ლაპაჩო 1 ლიტრ წყალზე ჩაიდანში
წამოადუღეთ ნაყენი 5 წთ. განმავლობაში
დააყენეთ 15 წთ.

No comments:

Post a Comment