რა გამაჯანსაღებელი თვისებები გააჩნია ჩაის?
გამაჯანსაღებელი
ჩაის ფოთლები შეიცავენ შემდეგ აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს:
- დიდი რაოდენობით A, B1, B2, B12, C (განსაკუთრებით მწვანე ჩაი) E, K, P და, PP
- კალციუმს, კალიუმს , მანგანუმს, სპილენძს, ცინკს, ნიკელს, ფოსფორის მჟავას და ფტორს (რაც იცავს კბილებს).
- კაროტინს და ქლოროფილს
მასტიმულირებელი
ჩაი გააჩნია მასტიმულირებელი და არა აღმგზნები თვისებები. ორივე მისი მთავარი კომპონენტი, თეინი და კოფეინი გამოირჩევა მასტიმულირებელი ეფექტით.თეინს გააჩნია შესანინავი ზემეოქმედება ტვინსა და ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე. ჩაი ეფექტურად უწყობს ხელს გონებრივ აქტიურობას და იცავს დაღლილობისაგან.
შარდმდენი
ჩაი და მასში შემავალი თეოფილები ხელს უწყობს ნაწლავების ფუნქციონირებას. ჩაი არ შეიცავს კალორიებს, მარილებს, შლის ცხიმებს და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ჩაი შესანიშნავია უმარილო დიეტის დროს.
ალკალაინური
ნორმალური რაოდენობით მიღებისას, ჩაიში შემავალი ალკალაინის კომპონენტები ორგანიზმს მჟავიანობისაგან იცავს.
სასარგებლო
ჩაი დადებითად მოქმედებს გულსისძარღვთა სისტემაზე.ქიმიკოსებსმა დაადასტურეს მასში თეინის და თეოფილების არსებობა, რაც გულის, ცელებრალური და შარდმდენი სისტემების სტიმულატორია. აგრეთვე ჩაიში შემავალი ფლავონოიდები ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქნას და დაბლა წევს არტერიალურ წნევას. ჩაი აგრეთვე შეიცავს ფტორს (სამი ჭიქა დღეში ეფექტურად იცავს კბილის ემალს), კატეხინებს რომელთაც ანტისეპტიკური თვისებები გააჩნიათ და ვიტამინი C-ს ( განსაკუთრებით მწვანე ჩაი). ის შესანიშნავია დიეტის დროსაც, არ შეიცავს კალორიებს და მარილს, წვავს ცხიმებს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.
რა არის თეთრი ჩაი?
თეთრი ჩაი არის კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის ფოთლები რომელთა გადამუშავებაც ხდება თავისებური მეთოდით.
ის ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი არსებული ოთხი ჩაის ტიპთაგან (თეთრი, მწვანე, წითელი და შავი). თეთრი ჩაი თითქმის არ გადის დამუშავების პროცესს და ამის გამო გამოირჩევაა ნედლი ფოთლების და ბალახის გემოთი. ის აგრეთვე შეიცავს კოფეინის ყველაზე ნაკლებ და ანტიოქსიდანტების ყველაზე მაღალ რაოდენობას.
როგორ ხდება თეთრი ჩაის გადამუშავება?
თეთრი ჩაი წარმოადგენს მსუბუქად დახვეულ ნედლ ზედა ფოთლებს, რომლებიც საერთოდ არ გადიან დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.
დაჟანგვის პროცესის შეჩერების მიზნით, თეთრი ჩაის მთლიანი ფოთლების (ყოველგვარი დამსხვრევის ან დამტვრევის გარეშე) ღუმელში გამოშრობა ხდება მათი ჰაერზე გაშრობისთანავე.
გამომშრალ ფოთლებს ვერცხლისფერი დაკრავს რადგანაც მათ შენარჩუნებული აქვთ ახალგაზრდა ფოთლისთვის დამახასიათებელი თეთრი ბუსუსები. სწორედ ამიტომაა რომ ყველაზე პოპულარულ თეთრ ჩაის ვერცხლისფერი ნემსები ეწოდება.
რას ნიშნავს ჩაის გადამუშავება?
ჩაის დამუშავება ხელოვნებაა. სწორედ ამ პროცესის დროს ყალიბდება მისი გემო, ბუკეტი და მახასიათებლები.
მარტივად რომ ვთქვათ გადამუშავებისას უნდა გადაწყდეს თუ რა სახის ფერმენტაციის პროცესი უნდა ჩატარდეს ახლადმოკრეფილ ჩაის ფოთლებთან მიმართებაში მათ საბოლოო გამოშრობამდე. ჩაის ფოთლები ენზიმებს შეიცავენ. მათი დამსხვრევის, დაფქვის, ან დაჭყლეტვის დროს ხდება ენზიმების ჰაერთან შეხება რაც ხელს უწყობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.
ფერმენტაციის დონე განისაზღვრება ენზიმების ჰაერთან შეხების ხანგრძლივობის მიხედვით.
რა არის მწვანე ჩაი?
მწვანე ჩაი განეკუთვნება კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის
ფოთლებს რომელთა დამუშავებაც ხდება განსაკუთრებული მეთოდით.
თეთრი ჩაის მსგავსად ის წითელ და შავ ჩაისთან შედარებით გამოირჩევაა ნედლი ფოთლების და ბალახის გემოთი. მწვანე ჩაი აგრეთვე შეიცავს ნაკლები კოფეინის და მაღალი ანტიოქსიდანტების რაოდენობას.
როგორ ხდება მწვანე ჩაის გადამუშავება?
თეთრის ჩაის მსგავსად მწვანე ჩაიც საერთოდ არ გადის დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.
მოკრეფის შემდეგ ჩაის ფოთლებს 8-24 საათი აჩერებენ ჰაერზე. ამის შედეგად ხდება წყლის უმეტესი ნაწილის აორთქლება. შემდეგ ხდება მათი გამოშრობა ღუმელში ან ღია ცეცხლზე. შემდეგ ხდება ჩაის ფოთლების დახვევა სხვადასხვა მეთოდებით (მსუბუქად დახვევა, მჭიდროდ დახვევა, სპირალები, ბურთულები და ა.შ.). მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება მათი გამოშრობის საბოლოო პროცესი. გამომშრალ ფოთლებს მომწვანო ფერი დაკრავთ რადგანაც მათ დაჟანგვის პროცესი არ გაუვლიათ.
რა არის წითელი ჩაი?
წითელი ჩაი განეკუთვნება კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის
ფოთლებს რომელთა დამუშავებაც ხდება განსაკუთრებული მეთოდით.
წითელი ჩაის დამუშავების პროცესი დანარჩენ სამი ტიპის ჩაისთან შედარებით ყველაზე რთულია. წითელი ჩაი არის შუალედური ვარიანტი მწვანე და შავ ჩაის შორის რადგანაც ის მხოლოდ ნაწილობრივ გადის დაჟანგვის პროცესს.
როგორ ხდება წითელი ჩაის გადამუშავება?
წითელი ჩაის დამუშავება გულისხმობს მხოლოდ ნაწილობრივი დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის პროცესს.
მოკრეფის შემდეგ ჩაის ფოთლებს 8-24 საათი აჩერებენ ჰაერზე. ამის შედეგად ხდება წყლის უმეტესი ნაწილის აორთქლება. შემდეგ ფოთლებს ათავსებენ კალათებში მათი ზედა ნაწილის დაჭყლეტის მიზნით. მსგავსი დაჭყლეტის შედეგად ხდება ფოთლების ნაწილობრივი დაჟანგვა, რადგანაც ენზიმების მხოლოდ გარკვეული ნაწილის კონტაქტი ხდება ჰაერთან. შემდეგ ხდება ფოთლების გამოშრობა დაჟანგვის პროცესის შეჩერების მიზნით. წითელი ჩაის ფერმენტაციის დონე განსხვავებულია, ზოგი უფრო ახლოსაა შავ ჩაისთან და ზოგიც კი მწვანესთან.
რა არის შავი ჩაი?
შავი ჩაი განეკუთვნება კამელია სინენსისის ანუ ჩვეულებრივი ჩაის ბუჩქის
ფოთლებს რომელთა დამუშავებაც ხდება განსაკუთრებული მეთოდით.
შავი ჩაი ყველაზე პოპულარულია დანარჩენი სამი ტიპის ჩაისთან შედარებით. ის აგრეთვე შეიცავს ყველაზე მეტ კოფეინს და გარკვეული რაოდენობის ანტიოქსიდანტებსაც (სხვა ჩაის ტიპებთან შედარებით ნაკლებს).
როგორ ხდება შავი ჩაის გადამუშავება?
შავი ჩაის მომზადება გულისხმობს დაჟანგვის ანუ ფერმენტაციის სრულ პროცესს.
მოკრეფის შემდეგ ჩაის ფოთლებს 8-24 საათი აჩერებენ ჰაერზე. ამის შედეგად ხდება წყლის უმეტესი ნაწილის აორთქლება. შემდეგ ხდება ფოთლების დახვევა იმ მიზნით რომ მოხდეს ენზიმების კონტაქტი ჰაერთან და დაიწყოს ფერმენტაციის პროცესი. შემდეგ ფოთლებს ასე ტოვებენ სრულ ფერმენტაციამდე ანუ იმ დრომდე სანამ ისინი არ მიიღებენ მუქ შავ შეფერილობას. მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება მათი ღუმელში გამოშრობის საბოლოო პროცესი.
რა სხვაობაა არაბიკას და რობუსტას შორის?
არაბიკა
ეს არის კაცობრიობისთვის ცნობილი ყავის მარცვლის პირველი სახეობა. არაბიკა უფრო ძვირად ღირებულია რადგან უფრო არმოტულია და ნაკლებად მწარეა. ასევე იგი შეიცავს ნაკლებ კოფეინს რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მისი მარცვალი უფრო დიდი ზომისაა ვიდრე რობუსტასი, აქვს წაგრძელებული ფორმა და დაკლაკნილი ჭრილი. არაბიკას მარცვალი მწიფდება 9-11 თვეში. ეს ყავის ტიპი მოდის ბრაზილიაში, კოლუმბიასა და ცენტრალურ ამერიკაში. არაბიკას წილი მსოფლიო ბაზარზე შეადგენს 60%.
რობუსტა
რობუსტა შეიცავს ორჯერ მეტ კოფეინს და ნაკლებ არომატულ ზეთებს. ეს ყავის ტიპი უფრო გამძლეა როგორც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ასევე სხვადასვა დაავადებების და პარაზიტების მიმართ. მარცვალი მრგვალი ფორმისაა და აქვს სწორი ჭრილი. რობუსტას მარცვალი მწიფდება 6-8 თვეში. ეს ყავის ტიპი ძირითადად მოდის ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და ბრაზილიაში. რობუსტას წილი მსოფლიო ბაზარზე შეადგენს 40%.
No comments:
Post a Comment